პარკეტის შესახებ

პარკეტის შესახებ

პარკეტის იატაკი ტრადიციულად ხის იატაკის სახეობაა, რომელიც დამზადებულია ხის ფილებისგან ,რათა ინტერიერში შექმნას მრავალფეროვანი, გასაოცარი, გეომეტრიული თუ მხატვრული დიზაინი.

ცნობილია, რომ პარკეტის დამზადება, მოზაიკის იატაკის მსგავსად, გეომეტრიული თუ მხატვრული ფორმითაა შესაძლებელი : კვადრატები, სამკუთხედები,სიმრგვალეები და რომბები.  იგი დიზაინის მრავალფეროვნებას გვთავაზობს.  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ეფექტი. ეს მრავალფეროვნება, ნამდვილ ხის სითბოსა და მომხიბვლელობასთან ერთად, პარკეტის იატაკს ხდის ელეგანტურსა და მარადიულს , მიუხედავად თქვენი სახლის დიზაინისა , კლასიკურია ის თუ თანამედროვე.

პარკეტის კულტურა სათავეს 1600-იანი წლების ბოლოს ვერსალში, საფრანგეთში იღებს. პარკეტის იატაკი წარმოშობა, როგორც ცივი მარმარილოს იატაკის ალტერნატივას უკავშირდება, რომელიც ძირითადად მდიდარი ადამიანების სახლებში გვხვდებოდა. 1980-90-იან წლებში პარკეტის იატაკის რენესანსის ხანა იყო. დღესდღეობით, თანამედროვე პარკეტის იატაკის მხატვრულმა სილამაზემ და ბუნებრივმა სითბომ , იგი ჩვენს სახლებში , განუყრელ და მნიშვნელოვან ნაწილად აქცია,  მთელ მსოფლიოში.

versale palace

რისგან არის დამზადებული პარკეტი?

თანამედროვე პარკეტის იატაკი შეიძლება იყოს ინჟინერიული ან მასიური კონსტრუქციის ხის ჯიშების ფართო სპექტრის გამოყენებით. მასში შედის მუხა, კაკალი, ფიჭვი, კოპიტი, რცხილა, აკაცია და სხვა .

მასიური ხის პარკეტის იატაკი მზადდება ნებისმიერი ტიპის ხის ერთიანი (მასიური) ფილების გამოყენებით.

ინჟინერიული პარკეტის იატაკი მზადდება სხვადასხვა ტიპის ხის რამდენიმე ფენის გამოყენებით, რომლებიც ზემოდან არის დაფარული სასურველი მერქნით.  რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, დასრულებული იატაკი თითქმის იდენტური იქნება.

ინდივიდუალური ხის ფილები დამონტაჟება უნდა მოხდეს წებოს გამოყენებით, რათა შეიქმნას სტაბილური და მყარი შედეგი. იატაკის გაწმენდა და მოვლა მარტივია, მისი უბრალოდ მტვერსასრუტი და გარეცხვა შესაძლებელია ნესტიანი (მაგრამ არა სველი) საფენით.

orshriani

შენიშვნა: მნიშვნელოვანია გარემოში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება რათა არ მოხდეს ტენიანობის მკვეთრი ცვლილება, რამაც შეიძლება დაარღვიოს ზედაპირის ერთგვაროვნება, რასაც ძირითად შემთხვევაში იწვევს ზედმატად ბევრი ნესტი , ან ზედმეტი სიმშრალე ჰაერში.

ასიური ხის პარკეტის იატაკი

იმის გამო, რომ იგი დამზადებულია მთლიანად ხისგან, ამ ტიპის პარკეტი დაუმარცხებელია სხვა ტიპის იატაკებისგან იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს გრძელვანიანი რესურსი, რომელიც ათწლეულებს გულისხმობს, ასევე ძალიან კომფორტულია დაზიანებული ნაწილის რესტავრირების მხრივ. მასიური ხის იატაკებში ყველაზე პოპულარული სახეობებია:

modern parquet

რა უპირატესობა აქვს პარკეტის იატაკს თქვენი სახლისთვის?

თქვენი სახლი თანამედროვეა თუ კლასიკური? პარკეტის იატაკის უნივერსალური სტილი და ელეგანტური ხიბლი დაგეხმარებათ შექმნათ ფანტასტიკური პირველი შთაბეჭდილება . პატარა ან ვიწრო ოთახში, თქვენს მიერ შერჩეულ პარკეტის ნიმუშს შეუძლია შეცვალოს პერსპექტივა და შექმნას უფრო გრძელი ან ფართო სივრცის შთაბეჭდილება.

კომფორტის თვალსაზრისით, პარკეტის იატაკი უფრო თბილია, ვიდრე ალტერნატიული მასალები, როგორიცაა კერამიკა ან ქვა. ის ასევე გამძლეა, რასაც განაპირობებს მისი მჭიდროდ მორგებული დიზაინი. ასე რომ, პარკეტის იატაკი შესანიშნავია მაღალი დატვირთვის მქონე ოთახებისთვის. ამას დაუმატეთ მოვლის სიმარტივე და ადვილი მისახვედრია, რატომ გახდა თანამედროვე პარკეტის იატაკი ასეთი პოპულარული დეტალი სახლისთვის.

ვიმედოვნებთ ჩვენგან მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მარტივად მიღებისთვის.

გადაწყვიტეთ და დაგვიკავშირდით დღესვე +995 595 39 32 32 / +995 596 48 88 48 ან გვეწვიეთ შოუ-რუმში თბილისი, ყიფშიძის 3ბ.  


blog-image

რატომ პარკეტი?...

blog-image

მუხის პარკეტი...

blog-image

პარტნიორი კომპანია...

blog-image

პარკეტის ხის სახეობები...

blog-image

ინგლისური წყობა - Herringbone...

blog-image

პარკეტის შესახებ...

blog-image

პარკეტის უპირატესობები ბავშვთა ოთახებისთ...

blog-image

პარკეტის ლაქი...

blog-image

Vermeister...