Arboritec - ის ბრენდი არის მაღალტექნოლოგიური დამცავი საფარის მწარმოებელი ხის იატაკისთვის . ბრენდი ათწლეულებია ინარჩუნებს ბაზრის ლიდერობას მსოფლიო მასშტაბით. მათთვის პრიორიტეტულია, პროდუქტებისთვის მაღალი სტანდარტის დაცვა : გამძლეობა, ხარისხი, ეკო მეგობრულობა , ბუნებრივი ფერის შენარჩუნება . საიზოლაციო და UV ტექნოლოგიის საშუალებებით უზრუნველყოფს ხის იატაკის ხანგრძლივ სილამაზესა და დაცვას.
Arboritec - ი მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტებს , უკიდურესად გამძლე საიზოლაციო საშუალებებს იატაკის ზედაპირის დასაცავად და შენარჩუნებისთვის : კერამიკული ფორტიფიკაციის დანამატით, ღრმად შეღწევადობის ზეთები და სხვა საფითხი თუ მოვლის საშუალებებით.
Arboritec - “Select” “Classic+” “Compo Avenue” – ის წყლის ბაზაზე დამზადებული , ეკოლოგიურად სუფთა, მაღალ დატვირთვასა და გამძლეობაზე გათვლილი , ლაქი. პროდუქცია შესაფერისია შიდა მოხმარებისთვის იატაკზე, სადაც ექსტრემალური დატვირთვის პირობებია, რეკომენდებულია საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და კომერციული ფართებისთვის. ფენების საჭირო მინიმალური რაოდენობა არის - მინიმუმ სამი. ლაქის მინიმალური მოხმარება თითო ფენაზე არის 100 გ / მ 2.
კარგად მუშაობს ყველა ტიპის ხეზე. გავრცელებული სახეობებზე - მუხის, რცხილას, კაკალის, კოპიტის, წიფელას გამოყენებისას, თქვენ არ გჭირდებათ პრაიმერის გამოყენება და შეგიძლიათ პირდაპირ წაუსვათ ლაქი გაპრიალებულ პარკეტზე. სინათლის არეკვლის სამი ვარიანტი არსებობს: მქრქალი, ნახევრად მქრქალი, პრიალა.
ლაქის წასმამდე ტარდება პარკეტის მაღალხარისხიანი გახეხვა-გაპრიალება. საბოლოო სახეხი მოხვეწისთვის გამოიყენეთ ზუმფარა ზომით 100 ან 120. ლაქის წასმის ოპტიმალური პირობები: ჰაერის ტენიანობა 50 ... 60%; ტემპერატურა +18-დან + 22ºС- მდე.
გადაწყვიტეთ და დაგვიკავშირდით დღესვე +995 595 39 32 32 / +995 596 48 88 48 ან გვეწვიეთ შოუ-რუმში მტკვრის მარცხენა 101 .