პარკეტი ძალიან ლამაზი იატაკის საფარია. ამ საფარს შეუძლია ოთახის ატმოსფეროს ბუნებრიობითა და ჰარმონიით ავსება. იატაკის უფრო თანამედროვე საფარის გამოჩენამაც კი ვერ შეცვალა მოთხოვნა პარკეტზე. იგი იყო, არის და იქნება ყველაზე მოთხოვნადი იატაკის ზედაპირი თავისი თვისებებიდან გამომდინარე.
პარკეტის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახეობის ხე: კოპიტი, რცხილა, წიფელი, კაკალი, წიწვოვანი და მრავალი სხვა. მაგრამ ამ მრავალფეროვნების პირობებშიც არსებობს ჯიში, რომელიც ცალკე დგას, რომელსაც უდაოდ შეიძლება „ყველაზე პარკეტი" ეწოდოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საუბარია მუხაზე.
მუხის ხეს აქვს ლამაზი თბილი ფერი, რომლის ჩრდილები შეიძლება იყოს განსხვავებული - ღია ნაცრისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი და მუქი ყავისფერიც კი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქტიურად გამოიყენება ხელოვნურად შეფერილობის მეთოდები, მუხის პარკეტის "ბუნებრივი" ფერის პოპულარობა მუდმივად მაღალია. იგი იდეალურად მუშაობს როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე პირობებში. ქმნის ბუნებრივ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს კომფორტს, სითბოს შენარჩუნებას და სიმყუდროვეს. მუხის პარკეტის დაფარვა უნდა მოხდეს მაღალი სიმტკიცის ლაქებით და ან ზეთებით .
მუხა ხასიათდება ყველაზე მაღალი გამძლეობითა და საიმედოობით. ეს ბუნებრივი მასალა გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში. მუხის ხის მაღალი სიმკვრივის გამო, მისი დამუშავება რთული პროცესია. ამ ხის ჯიშს არ უყვარს სწრაფი გაშრობა, შრობის პერიოდი 40-45 დღის განმავლობაში გრძელდება. შრობამდე აუცილებელია მასალა მოიხარშოს ორთქში .
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მუხის პარკეტი თავისი სიმკვრივიდან გამომდინარე ნაკაწრებისგან, დეფორმირებისა და ბზარებისგან - ბევრად უფრო დაცულია. მისი აღდგენა, რამოდენიმეჯერ შეგვიძლია -მოხვეწის საშუალებით. ეს, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის მის ღირებულებას ჩვენს ცხოვრებას, რაც ასევე შეიძლება მიეკუთვნოს ამ იატაკის საფარის უდავო უპირატესობებს.
მუხის ხე დიდი ხანია ცნობილია ადამიანის ორგანიზმზე თავისი სასარგებლო მოქმედებით. იგი ასუფთავებს ადამიანის ბიოფილდს, აძლიერებს მის აქტივობას და ავსებს მას დადებითი ენერგიით. დღეისათვის მედიცინამ დაადასტურა მუხის ხის ენერგიის სასარგებლო ეფექტი ადამიანის შინაგან ორგანოებზე.
გადაწყვიტეთ და დაგვიკავშირდით დღესვე +995 595 39 32 32 / +995 596 48 88 48 ან გვეწვიეთ შოუ-რუმში მტკვრის მარცხენა 101