რატომ უნდა აირჩიოთ ხის იატაკი?
მხოლოდ ხის ბუნებრივი სილამაზის, ფაქტურისა და ფერის შინაგან სივრცეებთან კავშირის შეგრძნებამ, უნდა აღგვიძრას სურვილი გვქონდეს ხის იატაკი საკუთარ სახლსა თუ ოფისში . ხის პარკეტის გვანიჭებს წესრიგისა და დახვეწილობის განცდას ოთახში მისი თბილი ტონებისა და სახვეწილი ფაქტურის საშუალებით, რომლის მიღება სხვა იატაკის საფარისგან (ქვა, გრანიტი,ხალიჩა ...) ნამდვილად შეუძლებელია. დაამატეთ ამ სილამაზეს, რომ ხის იატაკი ასევე გამძლეა, ეკოლოგიური, განახლებადი, მყუდრო და ცხოვრებისეული უბედური შემთხვევებადმი ძალიან მიმტევებელი (განსხვავებით ხალიჩისგან, რომელიც თითქოს უკვე ლაქაა, თუ მას არასწორად შეხედავთ). ხის იატაკი შესანიშნავია ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, მათი წმენდა მარტივია.
ხის იატაკი ორი ტიპისაა: მასიური ხის ან ინჟინერირებული ხის. რომელია თქვენთვის შესაფერისი? აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმის არჩევისთვის, თუ რომელი მათგანი არის თქვენთვის საუკეთესო. მასიური ხის იატაკი შედგება მთლიანად ხისგან, ხოლო, ინჟინერირებული იატაკი მზადდება რამოდენიმე ფენა ხის კომბინაციით , ქვედა შრე არის ფანერისგან დამზადებული ზედაპირი კი ხისგან.
მასიური ხის იატაკს არსებობის დიდი რესურსი აქვს, რომელიც ათწლეულებს მოიცავს, რადგან მისი განახლება რამოდენიმეჯერ შეგვიძლია - მოხვეწის - მეშვეობით. იგი ინარჩუნებს თავის ღირებულებას და სილამაზეს თავის არსებობის განმავლობაში. ასევე აქვს იდეალური სიმყარე, 100% -ით ეკოლოგიურია, მცირედი დაზიანების შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ დაზიანებული ადგილი შევცვალოთ ისე , რომ არ დაგვჭირდეს იატაკის აყრა-დემონტაჟი.
ინჟინერული იატაკის დადებითი მახასიათებელი არის დროის ფაქტორი, რაც გულისხმობს სწრაფ მონტაჟს, ასევე მისი გამოყენება დასაშვებია იატაქვეშა გათბობის პირობებში. მასიური ხისგან განსხვავებით მას განახლების რესურსი მხოლოდ 1ჯერ ან ყველაზე კარგ შემთხვევაში 2ჯერ აქვს, მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა 6-12წლამდე მერყეობს. მისი დიდი ფორმატის გათვალისწინებით მას სჭირდება იდეალური ბეტონის ზედაპირი. იგი ასევე არის ეკოლოგიურად სუფთა. ინჟინერული პარკეტის ღირებულება არა თუ არ მცირეა მასიური პარკეტის ღირებულებას შედარებით , მისი განახლების რესურსის გამო, არამედ აღებატება კიდეც.
ვიმედოვნებთ ჩვენგან მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მარტივად მიღებისთვის.
გადაწყვიტეთ და დაგვიკავშირდით დღესვე +995 595 39 32 32 / +995 596 48 88 48 ან გვეწვიეთ შოუ-რუმში მტკვრის მარცხენა 101